ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოს მე-4 სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება
FaceBook
მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მე-4 სართულიდან გადმოვარდა, სტაბილურად მძიმეა.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს.

მედიკოსების ცნობით, პაციენტი II დონის ინტენსიურ მკურნალობაზე იმყოფება.

"დღეს მოეხსნა მართვითი სუნთქვა, საკონტროლო კტ-კვლევა გაუარესების გარეშეა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე," - აცხადებენ ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.

3 წლამდე ასაკის მცირეწლოვანი 2017 წლის 28 აგვისტოს დილით ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მე-4 სართულიდან გადმოვარდა. ზუგდიდიდან ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადმოიყვანეს.

ექიმების განმარტებით, მცირეწლოვანი კლინიკაში მართვითი სუნთქვით მიიყვანეს. ის უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა. აღენიშნებოდა პოლიტრავმა, ორივე მენჯ-ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ქალატვინის დახურული ტრავმა, თუმცა ნეიროქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა.  მცირეწლოვანს შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა. 

დაშავებულის ახლობლების თქმით, ბავშვს დედა სადილს უმზადებდა, როცა სამი წლის ბიჭი ფანჯრის რაფაზე აძვრა და გადავარდა.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე საქმე სს კოდექსის 124-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.