ახალი ამბები
ჯარიმა, რომელიც თბილისში ქუთაისიდან გაუსვლელად "სითიპარკმა" ამოწერა, კომპანიამ გადაიხადა
FaceBook
"სითი პარკის" მიერ ქუთაისში მცხოვრებ მოქალაქეზე შეცდომით ამოწერილი ჯარიმა  ამავე კომპანიამ  გადაიხადა. კომპანიის  გადაწყვეტილების თანახმად,  მერაბ მეფარიშვილის სახელზე არსებულ დავალიანება, რომელიც  192 ლარს შეადგენდა, უკვე გადახდილია.

ამის შესახებ ჩვენთან საუბარში "სითიპარკის" ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა  განმარტეს.  კომპანიის წარმომადგენლებმა  ჯარიმის გადახდა, მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ფაქტის შესახებ მასალა "ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნდა.

"შიშით ველოდებოდი, როდის მოვიდოდნენ აღსრულებიდან და წამართმევდნენ ქონებას, მაგრამ რომ არავინ მოდიოდა, თან მიკვირდა და თან მიხაროდა, მადლობა ქუთაისიპოსტს და კომპანიის თანამშრომლებს, რომ გაითვალისწინეს ჩემი მდგომარეობა," - ამბობს მერაბ მეფარიშვილი.

საუბარია, 2016 წლის სექტემბერს თბილისში ამოწერილ ჯარიმაზე, რომელიც კომპანიის თანამშრომელმა შეცდომით ქუთაისში მცხოვრები მერაბ მეფარიშვილის სახელზე დააფიქსირდა.

"საჯარიმო ქვითარი, რომელიც ოჯახმა ორჯერ  მიიღო, არც ერთხელ არ ჩაიბარა. მოცემულ ვითარებაში, მოქალაქეს კანონით დადგენილი წესით რომ ჩაებარებინა საჯარიმო ქვითარი, არ შეიქმნებოდა პრობლემა, ვინაიდან საჯარიმო ქვითარზე დატანილია როგორც ავტომობილის სახელმწიფო ნომერი და ქვითრის ნომერი, ასევე გასაჩივრების წესის შესახებ დეტალური ინფორმაცია. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი არის სოციალურად დაუცველი, კომპანია ითვალისწინებს მის მდგომარეობას, შესაბამისად, "სითიპარკი" თავის თავზე იღებს მორალურ პასუხისმგებლობას და იხდის შეცდომით ამოწერილი ქვითრისა და საურავების საფასურს," -  განმარატვენ "სითიპარკის" ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას კანონიერად არ ეკუთვნოდა ჯარიმის გადახდა, ეს გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით მიიღეს და მსგავსი შემთხვევების განმეორებისას მოქალაქეებს აფრთხილებენ, რეაგირებისთვის გადამჭრელ ზომებს დროულად მიმართონ.

"გვინდა გავაფრთხილოთ ყველა მოქალაქე, მსგავსი შემთხვევის განმეორების დროს დროულად გაასაჩივრონ ჯარიმა, თუ ის შეცდომით იქნა ამოწერილი," - აცხადებენ "სითიპარკში."

მერაბ მეფარიშვილი, რომელიც ჯარიმის ამოწერის მომენტში ქუთაისში იმყოფებოდა, თბილისში პარკირებაზე პასუხისმგებელმა კომპანია "სითი პარკმა" გასული წლის 2 სექტემბერს  10 ლარით დააჯარიმა. მერაბ მეფარიშვილმა კომპანიის მიერ ჯარიმის გადახდის თაობაზე გაგზავნილი კორესპონდენცია არ ჩაიბარა, რის გამოც მას ქონება დაუყადაღეს. თუმცა, კომპანიაში აღიარებდნენ რომ ქვითარი შეცდომით იყო ამოწერილი. 



ამავე თემაზე:


ჯარიმა თბილისში ქუთაისიდან გაუსვლელად - მოქალაქე ავტომანქანის დაწვით იმუქრება




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.