ახალი ამბები
ორმოს, სადაც მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ხე "დარგო" მოაწესრიგებენ
FaceBook
ქუთაისში, 26 მაისის ქუჩის ახლადრეაბილიტირებულ გზის საფარზე ჩავარდნილ საკანალიზაციო ორმოს კვირის ბოლომდე მოაწესრიგებენ.

ამის შესახებ "ქუთაისიპოსტს" ადგილობრივ თვითმართველობაში განუმარტეს.

"გრეიდერების მოძრაობის გამო ამ ადგილზე საკანალიზაციო ორმო ჩაიწია, რაც რეაბილიტაციის თანამდევი პროცესია. რამდენიმე დღეში ქუჩაზე ეს ორმო ამოიწევა და პრობლემა მოგვარდება," - განმარტავენ მერიაში.

ქუთაისში 26 მაისის ქუჩაზე ჩავარდნილ და თავსახურის გარეშე დარჩენილ საკანალიზაციო ორმოში მოსახლეობამ ხის ტოტი ჩარგო. ადგილობრივების განმარტებით, ამ ფორმით მომსახლეობამ გზაზე შექმნილი პრობლემა გააპროტესტეს.

26 მაისის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერიამ სამი დღის წინ განახორციელა.


ამავე თემაზე:

ორმოში "ამოსული" ხე ქუთაისში (ფოტო)
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.