ახალი ამბები
მესხიშვილის თეატრის "რევიზორი" 6 რჩეულ სპექტაკლს შორის მოხვდა
FaceBook
თეატრის კრიტიკოსებისაგან შემდგარმა სარეკომენდაციო ჯგუფმა, 26 თეატრის 28 განაცხადიდან, მხოლოდ 6 თეატრის 6 სპექტაკლი შეარჩია.

მათ შორის, მესხიშვილის თეატრის ,,რევიზორი" რეჟისორ გიორგი სიხარულიძის დადგმით.

"თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი რომ ავტორიტეტული ფესტივალია, ამაზე აღარავინ დავობს. გვინდა ფესტივალის ორგანიზატორებს მადლობა ვუთხრათ და მივულოცოთ ევროპის თეატრების ასოციაციისგან ასეთი მასშტაბის აღიარება და 18 სექტემბერს, ბრიუსელში გამარჯვება ვუსურვოთ! ეს უდიდესი ჯილდოა მთლიანად საქართველოსთვის! "- აცხადებს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი ,,რევიზორს" რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, 2 ოქტომბერს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარადგენს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.