ახალი ამბები
"ტურისტებისთვის მნიშვნელოვანი ადგილია თეთრი ხიდი" - წულაია მერიას ჩანგრეული ხიდის შეკთეკებისკენ მოუწოდებს
FaceBook
ქუთაისში თეთრ ხიდის ამორტიზებული ხის საფარი "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის  ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ გააპროტესა. მისი თქმით,  მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურა არამხოლოდ ადგილობრივებს აწუხებს, არამედ ქალაქს ტურისტების თვალშიც პრესტიჟს უკარგავს.

"ტურისტების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ქუთაისში მეორეს აღარ დაბრუნდებიან. ამ დასკვნამდე იქიდან გამომდინარე ასკვიან რომ ხედავენ ქალაქს პატრონი არ ჰყავს. ტურისტებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია თეთრი ხიდი და ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყოს," -   ამბობს გოგი წულაია.

ის ადგილობრივ ხელ
ისუფლებას მოუწოდებს, რომ ხიდის რეაბილიტაცია  დროულად  მოხდეს.  

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში  განმარტავენ, წულაიას ბრალდებები უსაფუძვლოა და თეთრი ხიდის რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილი აქვთ.

"საპროექტო სამუშაოები დაწყებულია და წელს თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. თითქმის ყველა თემა რაც გოგი წულაიამ თავის სასრგებლოდ გამოიყენა მოქალქეების მოტყუებისკენ იყო მიმართული და გასართობ შოუებზე გათვლილი, რადგან ლოკაციები სადაც ის მივიდა და ,,კონცერტი" მოაწყო წლევანდელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში არის გათვალისწინებული. მისი ზღვარს გადასული პერფორმანსები მხოლოდ კომედიური შოუებისთვისაა გათვლილი," - აცხადებს ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ზვიად ჯავახია.

თეთრ ხიდზე ამოყრილი ხის საფარის მოწესრიგება ადგილობრივებმა ერთი კვირის წინ მოითხოვეს.

ქუთაისში თეთრ ხიდზე ხის ფილები 2011 წელს დააგეს. აკაციის ჯიშის ხის საფარს რეაბილიტაცია 4-5 წელიწადში ერთხელ ესაჭიროება.

ამავე თემაზე:


ამოყრილი ხის საფარი თეთრ ხიდზე - მოსახლეობა ხიდის გამაგრებას მოითხოვს
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.