ახალი ამბები
"ბაგრატს ნუსხაში ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ შევეცდებით, ისტორიული ლანდშაფტის ზონა დავადასტურებინოთ იუნესკოს"
FaceBook

საქართველოს პრემიერი-მინისტრი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში გელათის დაბრუნებას გამოეხმაურა.


ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ყველა ქართველისთვის - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ძირითად ნუსხაში გელათის სამონასტრო კომპლექსის დაბრუნება.

"მოგეხსენებათ, 2010 წელს იუნესკომ მიიჩნია, რომ ბაგრატის ტაძარზე სამუშაოები დარღვევით ჩატარდა და ამის გამო, როგორც ბაგრატის, ასევე გელათის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დღეს ჩვენ პრაქტიკულად დავაბრუნეთ გელათი ამ ნუსხაში. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციაში შეტანის მიმართულებით გადავდგათ წარმატებული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ბაგრატს ნუსხაში ვერ დავაბრუნებთ, მაგრამ შევეცდებით, ისტორიული ლანდშაფტის ზონა დავადასტურებინოთ იუნესკოს, რაც ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 12 ივლისის მთავრობის სხდომაზე.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღებულია. მიმდინარე წლის 9 ივლისს, კომიტეტმა ბაგრატი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდანაც ამოიღო, რომელშიც ტაძარი მისი რეაბილიტაციის შემდეგ აღმოჩნდა. მისთვის კვლავ სტატუსის მინიჭება კი აღარ მოხდა.



ამავე თემაზე:


ბაგრატის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღო

ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის (ვიდეო)

ბაგრატის ტაძრის გუმბათს, საიდანაც წყალი ჩამოდის, რეაბილიტაცია ჩაუტარდება

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.