ახალი ამბები
"ქუთაისის ცენტრალურ არქივს პირველად აქვს სპეციალური შენობა“ (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალ შენობაში მედიატური მოეწყო. ობიექტი ირაკლი აბაშიძის ქუჩა #20-ში მდებარეობს.

მედიის წამომადგენლებს არქივის საცავებისა და საგამოფენო დარბაზის ნახვის საშუალება მიეცათ.

შენობაში მეგზურობა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა გაწიეს.

არქივი ხუთსართულიან შენობას წარმოადგენს. თითო სართულზე თითო საცავია. საცავები რეგიონებისა და ქრონოლოგიის მიხედვით არის გადანაწილებული. მთლიანად შენობა 4000 კვ.მ-ს მოიცავს.


ქუთაისის ცენტრალური არქივის საცავი

"აქ განთავსდება როგორც იმერეთის 12 რეგიონის, ასევე რაჭა- ლეჩხუმიდან ჩამოტანილი მასალები. დოკუმენტები არის დროებითი და მუდმივი შესანახი. არქივში დაცულია როგორც დაწესებულება-ორგანიზაციების მიერ შექმნილი დოკუმენტები, ასევე ისტორიული ხასიათის მასალები მე-18 საუკუნიდან დღემდე", - აღნიშნა თეონა იაშვილმა.

არქივსაცავები აღჭურვილია თანამედროვე ვენტილაცია-კონდიცირებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით.

შენობააში არის კვლევითი სივრცეები ასევე საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენიი იყო არქივის ყველაზე ძველი მასალები.


ქუთაისის ცენტრალური არქივის საგამოფენო დარბაზი

გამოფენილი იყო როგორც ორიგინალები, ასევე, ასლები: მეფეთა სიგელები, ცნობილი ადამიანების ხელნაწერები, ნათი ნიშნები გიმნაზიაშ სწავლის პერიოდში. თეთრი ხიდისა და კინოთეატრ "რადიუმის" პროექტები და ა.შ.


მეფე სოლომონ I-ის სიგელები


ქუთაისის თეთრი ხიდისა და კინოთეატრ „რადიუმის“ პროექტები

ასევე, წარმოდგენილი იყო ფოტომასალა და სოციალური შინაარსის პლაკატები „ნუ გაათხოვებ მცირეწლოვან ქალებს!“. 


1928 წლის პლაკატი

"ქუთაისი ცენტრალურ არქივს პირველად აქვს სპეციალური შენობა, სადაც დაცული არის დოკუმენტები. შესაბამისად მნიშვნელოვანი შენაძენია"-, აღნიშნა მიხეილ სარჯველძემ.


ქუთაისის ცენტრალური არქივის საცავი. პირველი სართული

არქივი ოფიაციალურად 12 ივლისს გაიხსნება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.