ახალი ამბები
ცოცხები და სანაგვე ყუთები - ქუთაისის მერია სამეურნეო საქონლის შესაძენად რამდენიმეათასიან ტენდერს აცხადებს
FaceBook

ქუთაისის მერია სხვადასხვა დასახელების სამეურნეო საქონლის შესყიდვაზე 6 260 ლარის ღირებულების  ტენდერს აცხადებს.

სახელმწიფო შესყიდვაში, (SPA 170009156), რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმდინარე წლის 4 ივლისს გამოაცხდა,   წინადადების მიღება 10 ივლისს დაიწყება და 2 დღეში დასრულდება.

ბუნებრივი მცენარისგან დამზადებული სარგოს ცოცხი, მაკრატლები, 40 ცალი ფანჯრის საწმენდი ჯოხი, 30 ცალი მეტალის ბადის ნაგვის ურნა, 4 ცალი პრიალა ზედაპირის მეტალის, ე.წ. საფერფლის ზედა ნაწილით ნაგვის ურნა, 5 000 ცალი თხელკედლიანი, 2000 ცალი სქელკედლიანი და  1000 ცალი ქაღალდის ერთჯერადი ჭიქა, 2000 ცალი ერთჯერადი ჩანგლი, 2000 ცალი ერთჯერადი კოვზი, 2000 ცალი ერთჯერადი თეფში, 100 ცალი საკანცელარიო დანიშნულების მაკრატელი, 30 ცალი კედლის საათისა და 200 ცალი სიგელებისთვის განკუთვნილი სურათის ჩარჩო -  სწორედ ესენი უნდა შეიძინოს მერიის სტრუქტურულ ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების შენობების ტექნიკური უზრუნველყოფისათვის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ.  

სახელმწიფო შესყიდვაზე გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წუნნადები პროდუქცია შეცვალოს. ასევე, მან აღნიშნული სამუშაობი ეტაპობრივად 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.