ახალი ამბები
"საფეხბურთო სასწაულები ხდება" - "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი
FaceBook
"რთული ამოცანის წინაშე ვართ. თუ 1% არსებობს შანსი, ყველა ფეხბურთელი მზადაა იბრძოლოს ამ ერთი პროცენტისთვის," - ამბობს ჩვენთან საუბარში ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი.

კახა ჩხეტიანმა სლოვაკეთის "ტრენჩინისთან" მიმდინარე წლის 6 ივლისის საფეხბურთო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ სლოვაკეთში წაგებული თამაშის შემდეგ, ხვალინდელ შეხვედრაზე მოგების იმედი აქვს.

"საფეხბურთო სასწაულები ხდება. მაღალი პრესინგი უნდა ვითამაშოთ და ჩვენი მოქმედებებიდან გამომდინარე მოწინააღმდეგეს შეცდომა დავაშვებინოთ,"- აღნიშნა კახა ჩხეტიანმა.

ქუთაისიპოსტის შეკითხვას სლოვაკეთში დიდი ანგარიშით წაგებაზე იმოქმედა თუ არა, რამდენიმე ხნით ადრე, გუნდის აუქციონის წესით გასხვისებამ და ახალი მფლობელის მოსვლამ, "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი აცხადებს, რომ წაგებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

"არ მინდა მიზეზებზე ვისაუბრო. დაღლილი იყო გუნდი, გადაბარების მომენტი იყო და ვერ მოესწრო ორგანიზებულად წავსულიყავით და პრობლემა არ შეგვქმნოდა. ჩემს თავზე ავიღე პასუხისმგებლობა, არ მინდა ჩვენს ფეხბურთელებზე ვინმემ ისეთი თქვას, რაც მათ არ ეკუთვნით," - აღნიშნა კახა ჩხეტიანმა.

მან, ასევე თავი აარიდა შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ მოუხდა გუნდს სლოვაკეთში 16 საათიანი ავიარეისით გამგზავრება და არა პირდაპირი ჩარტერული რეისით.

კახა ჩხეტიანის პრესკონფერენციამდე ერთი საათით ადრე ჟურნალისტებთან შეხვედრა სლოვაკეთის "ტრენჩინის" მწვრეთნელმა მარტინ შეველამ გამართა. მისი შეფასებით, ხვალიდელი მატჩი რთული იქნება.

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა ქუთაისის "ტორპედოსა" და "ტრენჩინის" შორის 9 საათზე დაიწყება.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე
დღეს გავა.
11:30 / 16.04.2024
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს გავა.
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე
ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
11:00 / 16.04.2024
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.