ახალი ამბები
"პატრულმა გააკონტროლოს თბილისის ქუჩაზე აკრძალული პარკირება"
FaceBook
ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე ავტოპარკირების  დამატებით ამკრძალავი ნიშნის დადგმას და პატრულის მიერ ტერიტორიის გაკონტროლებას ითხოვენ.

"პატრულმა გააკონტროლოს თბილისის ქუჩაზე აკრძალული პარკირება. ერთი ამკრძალავი ნიშანი კი არის, მაგრამ  ვინ აქცევს ყურადღებას, არც მოქალაქეები უყურებენ და არც პატრული აკონტროლებს. ამიტომ აუცილებელია  ქუჩაზე დამატებით დაიდგას ამკრძალავი ნიშანი და გაკონტროლდეს პატრულის მიერ," -  განმარტავენ ადგილობრივები.

მათი თქმით, ტერიტორია უკანონო უკანონო პარკირების ადგილადაა ქცეული, რაც მათ პრობლემებს უქმნით.

"ისედაც ვიწრო ქუჩაა და მანქანებითაა ჩახერგილი, ზოგიერთ მძღოლს ტროტუარიც კი დაკავებული აქვს, მთელი დღე ტოვებენ მანქანებს და არის სავალი სივრცე ჩაკეტილი. ვითხოვთ მერია დაგვეხმაროს და დადგან ნიშანი, რომ აქ დგომა დაუშვებელია," - ამბობენ თბილისის ქუჩაზე მცხოვრბელები.

"აქ ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა, იმიტომ რომ სამოძრაო ადგილი აღარ რჩება არც ქვეითებისთვის და არც მანქანებისთვის. ავტომობილები ორივე მხრიდან ჩამწკრივებულია და დარჩენილ გზის მონაკვეთზე ისე სწრაფად დარბიან მძღოლები, რომ ფეხით გავლაც სახიფათოა," - ამბობს თბილისის ქუჩაზე მცხოვრები ლიანა ტომარაძე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ამ მოთხოვნით მოსახლეობამ ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოს.

"შეიტანონ განცხადება თავიანთი მოთხოვნით. მათი თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩვენ მოგვივა მოთხოვნა შსს- დან, რის შემდეგაც, ქუჩაზე პარკირების ამკრძალავი ნიშნის დადგმას ჩვენ ვუზრუნველვყოფთ," - ამბობენ მერიაში.

"ქუთაისიპოსტმა" თბილისის ქუჩაზე მცხოვრებლებს მერიის მიერ გაცემული პასუხი შეატყობინა. ადგილობრივების თქმით, ისინი უახლოეს მომავალში თავიანთ მოთხოვნას წერილობით გაუგზავნიან.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.