ახალი ამბები
"ადმინისტრაცია საარჩევნო დავების მაღალპროფესიონალურად გადაწყვეტისთვის ემზადება" - თამარ ჟვანია
FaceBook
საარჩევნო დავები და სამართლებრივი საკითხები - ეს ის საკითხებია, რომლებზეც დღეს ქუთაისში სააოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს ტრენინგები ჩაუტარდათ.

შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებმა ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: კენჭისყრის დღეს განცხადებისა და საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გადაწყვეტილების მომზადება, დისციპლინალური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება და სხვა.

შეხვედრას, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლობაც დაესწრო.

"ადმინისტრაცია საარჩევნო დავების მაღალპროფესიონალურად გადაწყვეტისთვის ემზადება," - განაცხადა საარჩევნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

ჩატარებული ტრენინგი დადებითად შეაფასეს ქუთაისის N59 საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმაც.

"მთავარი პრონციპი არის ის რომ მიღებული სამართლებრივი დოკუმენტი ყველასთვის მისაღები იყოს, ამას ვსწავლობთ, რაც ახალია და საინტერესო," - ამბობს N59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი.

ამავე შეხვედრაზე საარჩევნო ადმისტრაციამ ასევე პროექტი "ვესაუბრებით ამომრჩევლებს" - შეაჯამა და მისი შედეგები განიხილა.

როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებმა განმარტეს, პროექტმა მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

ინიციატივა "ვესაუბრებით ამომრჩევლებს' საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2017 წელს პირველად განხორციელდა.

პროექტი 2017 წელს გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში ქვეყნის 73 საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე 449 შეხვედრა გაიმართა.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.