ახალი ამბები
შსს-მ ქუთაისში ხუთი დღის წინ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
FaceBook

ქუთაისში, 19 ივნისს  გატაცებული ავტომობილი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათის წინ,  იპოვეს.


"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 3 პირი: 1981 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.თ., 1962 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და მკვლელობისათვის ნასამართლევი ა.ტ. და 1966 წელს დაბადებული ვ.ფ. დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი ბრალდებულები ქუთაისში, 26 მაისის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და პისტოლეტებით შეიარაღებულნი თავს დაესხნენ შპს „ნოვა ტექნოლოჯის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორებს - ლ. მ.-ს და გ.მ.-ს, რომლებსაც სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ავტომანქანა და 101 ათასი ლარი გასტაცეს.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გატაცებული ავტომობილი რამდენიმე წუთში იპოვეს, დანაშაულში ბრალდებული სამივე პირი კი მომხდარიდან მესამე დღეს დააკავეს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ყაჩაღობის ფაქტი ქუთაისში 26 მაისის ქუჩაზე მიმდინარე წლის 19 ივნისს მოხდა. ნიღბიანმა მძარცველებმა საინკასაციო სამსახურის თანამშრომლების ავტომობილი გაიტაცეს.

თვითმხილველების თქმით, ყაჩაღობა მაშინ მოხდა, როდესაც საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები ჩასარიცხი აპარატიდან თანხას იღებდნენ.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე
დღეს გავა.
11:30 / 16.04.2024
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს გავა.
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე
ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
11:00 / 16.04.2024
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.