ახალი ამბები
17-18 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერი 32 გრადუსამდე გათბება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე წლის 17-18 ივნისს ამინდი გაუმჯობესდება.
სინოპტიკოსების ცნობით, კოლხეთის დაბლობზე და იმერეთის უმეტეს რეგიონში ტემპერატურა მოიმატებს და 30-32 გრადუსამდე გათბება.

"უნდა ველოდოთ გამოდარებას 17 ივნისიდან და ტემპერატურაც მკვეთრად მოიმატებს", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძრვანელი, დოდო გვაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 ივნისს ამინდი კვლავ გაუარესდება და 25 ივნისამდე წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.

Print