ახალი ამბები
"მზე დაპატიმრებულია"-ქუთაისში სკვერებში მშენებლობა გააპროტესტეს
FaceBook
"აქ მზე დაპატიმრებულია" - ასე გააპროტესტეს ქუთაისში,  სკვერებში კორპუსების, კაფე-ბარების და სხვა დანიშნულების შენობების მშენებლობა.

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგისა" და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის მოძრაობა 350.org -ის ორგანიზებით, ნინოშვილის სკვერში, სადაც რადენიმე წლის წინ 6 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გაიცა, მზის დაპატიმრების სიმბოლური აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა, ამ ფორმით, ქალაქის მასშტაბით სკვერებში გახშირებული მშენებლობა გააპროტესტეს. მათი თქმით, სკვერებს წართმეული აქვთ დასასვენებელი სივრცე, რის გამოც დაკარგული აქვთ მთავარი ფუნქცია.

"ყოვედღიურობად იქცა სკვერში მშენებლობები. გუშინ ჯავახიშვილის ქუჩაზე გააპროტესტა მოსახლეობამ კიდევ ერთი მშენებლობა სკვერში. ამიტომ ჩვენ გვინდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ ნუ დაგვიპატიმრებენ მზეს. სკვერს უნდა ჰქონდეს სკვერის სახე და მშენებლობები უნდა რჩებოდეს სკვერებს მიღმა", - განმარტა "თაობათა დიალოგის" გენერალურმა დირექტორმა, გვანცა თოთაძემ.

აქციაზე, რომელიც კამპანია "ქალაქები სიცოცხლისათვის" ფარგლებში გაიმართა, მზის განთავისუფლების პერფორმანსიც გაიმართა. ნინოშვილის სკევრში კი სომბოლური ნიშანი დაიდგა, რომელიც ყველას შეახსენებს, რომ აქ მზე დაპატიმრებულია.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.