ახალი ამბები
მუნიციპალიტეტების პასუხი ოჯახის სიწმინდის აქციის მონაწილეების მადლობაზე
FaceBook
იმერეთის რეგიონიდან თბილისში ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ჩავიდა.

როგორც ცნობილი გახდა, თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად, იქ შეკრებილმა პირებმა მადლობა გადაუხადეს ჭიათურისა და საჩხერის გამგებლებს, იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებმა მრევლის თბილისში ჩასაყვანად თანხები გამოყვეს.

საჩხერის გამგებელი, მალხაზ ბაზაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მუნუციპალიტეტეს არც თანხები გამოუყვია და არც ორგანიზიება გაუკეთებია, ოჯახის სიწმინიდის დღის აღსანიშნავად თბილისში მიმდინარე აქციაზე პირთა ჩასაყვანად.

"მეც ვუყურე ამ ვიდეოს, მაგრამ ვერ მივხვდი მადლობა რატომ გადამიხადეს და ჩემი სახელი რატომ მოხვდა მანდ. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ვინ არის თბილისში ჩასული აქციაზე" - ამბობს საჩხერის გამგებელი. 

ჭიათურის გამგებელთან არაერთი მცდელობის მიუხედავად, დაკავშირება ვერ მოხერხდა.

სამაგიეროდ, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მოძღვარი გიორგი გრიგალაშვილი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი გაემგზავრა დედაქალაქში აქციისთვის ჭიათურიდანაც. როგორც სასულიერო პირი  ამბობს ჭიათურიდან მრევლის აქციაზე დასწრების ორგანიზებას მღვდელმთავარი, მეუფე დანიელი უწევდა.

"რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ რამდენიმე მოძღვარი და ათეული ადამიანი ჩავიდა", - ამბობს გიორგი გრიგალაშვილი.

საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოაცხადა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.