ახალი ამბები
"ვისურვებდი ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური", - პრემიერი პრეზიდენტის მოხსენებაზე
FaceBook
პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამსვლა დასრულდა. გიორგი მარგველაშვილის მოხსენებას ოპოზიცია და უმრვალესობა აფასებს.

"ვისურვებდი, რომ ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური," - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის გამოსვლა.
გიორგი კვირიკაშვილის აზრით, ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება ყველა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შესამჩნევია.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას შეფასებით კი,  გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლაში მცდარი, არაობიექტური და ცალმხრივი აქცენტები გააკეთა და ის, როგორც მხარე ისე წარმოჩინდა.

"უმრავლესობას უწოდებს როგორც საკუთარ თავში ჩაკეტილს, დიალოგის არმოსურნეს და ეს მაფიქრებინებს, რომ მისი აქცენტები იყო რეალობას აცდენილი. შეგვიძლია ფაქტებით ვისაუბროთ ქვეყანას რამდენად მნიშვნელოვანი პროგერესი აქვს და პრეზიდენტს დაავიწყდა ან არ გაიხსენა," - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი არის საპირისპირო მხარეს და არ არის ნეიტრალური შემფასებელი.

პრეზიდენტის გამოსვლის შესახებ კომენტარს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, ელენე ხოშტარია აკეთებს. მისი განმარტებით, პრეზიდენტმა ძირითად აქცენტზე და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ქვეყანაში ხდება, თუმცა მისი განმარტებით, მთავარი პრობლემა ხელისუფლების დამოკიდებულებაა.

"მთავარი პრობლემაა ის, რომ პრეზიდენტის გამოსვლას ხელისუფლება უყურებს არა როგორც საშუალებას ისაუბროს მათზე, არამედ არ აღიარებს ამ პრობლემებს. ვიცით ხელისუფლების რექციების, როდესაც კრიმინალის პრობლემაა, ამბობენ, რომ მედიამ მოიგონა, როდესაც მედიის გამოწვევებზე ვსაუბრობთ, ამბობენ, რომ ეს ოპოზიციამ მოიგონა. არ არსებობს ამ პრობლემების სერიოზული აღქმა," - ამბობს ელენე ხოშტარია.

პარლამენტში ამ დროისთვის ორსაათიანი შესვენებ გამოცხადდა, როს შემდეგაც პრეზიდენტის მოხსენების შესახებ დებატები გაიმართება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.