ახალი ამბები
"ნავთობი და თაფლი: ანუ როგორ გავხდე აქტივისტი ჩემდაუნებრად" - წიგნის პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში ბილ მაკკიბენის წიგნის "ნავთობი და თაფლი: ანუ როგორ გავხდე აქტივისტი ჩემდაუნებრად" პრეზენტაცია შედგა.

ღონისძიება სამეცნიერო–ინტელექტუალურ კლუბ "თაობათა დიალოგის" ოფისში გაიმართა.

"ეს წიგნი არის ბესთსელერი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ წიგნის თარგმნა. გვინდა, რომ მთელ საქართველოს მივაწოდოთა ამაზე ინფორმაცია," – ამბობს ორგანიზაცია "რადარამის" პროექტების მენეჯერი, მაია მესტუმრე.

"ნავთობი და თაფლი: ანუ როგორ გავხდე აქტივისტი ჩემდაუნებარად" 2013 წელს გამოიცა. ბილ მაკკიბინი ცნობილი ამერიკელი გარემოს დამცველი, მწერალი, ჟურნალისტი და პედაგოგია.

2013 წელს იგი განდის სახელობის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.

მწერალი წიგნში ასაბუთებს რა საფრთხეს უქმნის პლანეტას გლობალური დათბობა, რომლითაც დედამიწის სხვადასხვა კუთხეში უამრავი სტიქიური უბედურებაა გამოწვეული და მსოფლიოში კლიმატის საშიშ ცვლილებებს განაპირობებს.

მაკკიბენის აზრით, ამ უბედურების გამომწვევი ადამიანის ბუნების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულებაა.

წიგნში ის აღწერს საზოგადოებრივი მოძრაობის 350.org საქმიანობას, რომელიც სათბობ-ენერგეტიკული მრეწველობის გიგანტურ მანქანას, როგორც ამ ნეგატიური პროცესების ერთ-ერთ მთავარ დამნაშავეს უპირისპირდება.

წიგნი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ "საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა.


Print