ახალი ამბები
ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი - ამბიციური ვარ და ველოდი ამ შედეგს
FaceBook
"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიმიტრი მხეიძე არჩევნების შედეგებით კმაყოფილია.

მისი თქმით, მან ის შედეგი მიიღო, რასაც ელოდა.

"მე მივიღე ყველაზე მაღალი პროცენტი, ამბიციური ვარ და ველოდი ამ შედეგს," - განაცხადა დიმიტრი მხეიძემ ჟურნალსიტებთან შეხვედრაზე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, იგი არ აკონკრეტებს რა ინიციატივების გატანას აპირებს პარლამენტში, თუმცა ამბობს, რომ მისი მუშაობის მთავარი მიმართულება სამედიცინო სფერო იქნება.

"გამომდინარე იქედან, რომ ვარ ექიმი, მიმაჩნია, ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაო. მაქვს ჩემი ხედვები, მაგრამ ჯერჯერობით არ დავკონკრეტდები. გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია, სოციალური დახმარების დანიშვნის გამარტივება. უნდა დავასრულოთ ეს მათემატიკა და კომპიუტერული სისტემები. ადამიანურად უნდა მივუდგეთ საკითხებს," - აცახდებს დიმიტრი მხეიძე.

მან ქუთაისის #48-ე ოლქში ამომრჩეველთა ხმების 75,28 % მიიღო.

ქუთაისის დანარჩენ ორ ოქშიც "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.