ახალი ამბები
ქუთაისში ისტორიული შენობის აივნის დემონტაჟი მიმდინარეობს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, ტაბიძის #2-ში გასულ საუკუნეში აშენებული ავარიული შენობის აივნის დემონტაჟი მიმდინარეობს.


ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებული რამდენიმე მაღაზია და საცხობი დილიდან დაკეტილია.

ტაბიძის #2-ში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილობრივებმა გამოიძახეს, რადგან მათი თქმით, შენობა ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ შენობა კერძო საკუთრებაა და შესაბამისად, რეაბილიტაციასაც მფლობელი ახორციელებს.

ტაბიძის #2 - ში ისტორიული შენობა, ადგილობრივთა ინფორმაციით, 1926 წელსაა აშენებული. ადრე იქ ღვინის საწარმო ფუნქციონირებდა. მათივე თქმით, შენობის ქვეშ რამდენიმე გვირაბია განთავსებული, რომლებიც მდინარე რიონს უერთდება და მათ ნაოსნები იყენებდნენ.

შენობის პირველ სართულზე დღემდე ფუნქციონირებს "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" წყალსაქაჩი სადგური, მეორე სართულზე კი წლების განმავლობაში ორი ოჯახი ცხოვრობდა. თუმცა, სახლის ავარიულობის გამო, მათ საცხოვრებელი დატოვეს.

შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.








Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.