ახალი ამბები
ბაღდათის გამგებელმა 230 000 ლარიანი გირაო უძრავი ქონების სახით გადაიხადა
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელმა 230 000 ლარის ღირებულების გირაო, რომლის სანაცვლოდაც წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, უძრავი ქონების სახით გადაიხადა.
ირაკლი გეგეშიძის ადვოკატის, კახაბერ წერეთლის ინფორმაციით, გირაოს სანაცვლოდ გადახდილ უძრავ ქონებას გამგებელის საკუთრებაში არსებული ერთ–ერთი ბინა წარმოადგენს.

გეგეშიძე  მიმდინარე წლის 4 ნოემბრამდე შვებულებაში იმყოფება. ხოლო  გამგებლის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, გელა მშვილდაძე ასრულებს.

ირაკლი გეგეშიძის სასამართლო პროცესი, სადაც მოწმეები დაიკითხება, თბილისის საქალაქო სასამართლოშ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

ირაკლი გეგეშიძე მიმდინარე წლის 25 აპრილს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 230 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ 2016 წლის 8 სექტემბერს დარბაზიდან გაათავისუფლა.

დაკავებულ გამგებელს სასამართლო უწყება ბაღდათი-საკრაულას სამკილომეტრიანი გზის სარეაბილიტაცოდ გამოყოფილი თანხის გაფლანგვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.



ამავე თემაზე:

ბაღდათი-საკრაულას გზა ციხისკენ (ვიდეო)

ბაღდათში ელექტრონული ტენდერების გამოცხადება პარალიზებულია
ბაღდათის გამგეობა ხელმძღვანელი პირების გარეშე დარჩა

ბაღდათის გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს

ბაღდათის გამგებლის ყოფილმა მოადგილემ საკუთარი თავი თანამდებობაზე აღიდგინა


ბაღდათის ყოფილი გამგებელი 230 000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა

Print