ახალი ამბები
"ვიზეარმა" ქუთაისის აეროპორტში 25–ე ბაზა გახსნა
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "ვიზეარმა" AirbusA320 ტიპის თვითმფრინავის ბაზირება მოახდინა.
ავიაკომპანია დამატებით, 7 ახალი დაბალტარიფიანი მიმართულებით ოპერირებას თავისი 25-ე ბაზის გახსნით იწყებს.

ბერლინი, დორტმუნდი და მიუნხენი (მემინგენი), ლარნაკა, მილანი, სოფია და სალონიკი – ეს "ვიზეარის" ახალი ავიარეისებია.

გარდა ამისა, ავიაკომპანია მომხმარებელს ახლა უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 70 სხვადასხვა მიმართულებას თავაზობს, რაც მათ მთელ ევროპაში დაბალი ფასებით ფრენის საშუალებას მიცემს.

"ვიზეარმა" პირველი ავიარეისი ქუთაისიდან 2012 წელს შეასრულა. კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოს მიმართულებაზე ავიარეისებით 600 000-ზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა.

"ვიზეარის" ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციის ნახვა მომხმარებლებს უკვე ქართულ ენაზე შეუძლიათ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში "ვიზაერის" 25-ე ბაზის გახსნასთან დაკავშირებით მომხმარებელს დღეს შეძენილ ბილეთებზე 20 %- იან ფასდაკლებას სთავაზობენ.
Print