ახალი ამბები
ახალგაზრდებისთვის პროექტი "საქართველოს მოხალისე" იწყება
FaceBook
პროექტში მონაწილეობა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 17-დან 25 წლამდე პირებს შეუძლიათ.


საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახაგაზრდებისთვის კონკურსი "საქართველოს მოხალისე" იწყება.

პროექტში, რომელიც ორგანიზატორი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროა, მონაწილეობა რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 17-დან 25 წლამდე პირებს შეუძლიათ.

პირველ ეტაპზე, კონკურსით დაინტერესებულებმა, თავინთი რეგიონების მიხედვით, სააპლიკაციო ფორმა მიმდინარე წლის 31 მაისამდე უნდა შეავსონ.

"მეორე ეტაპზე, სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში ორი გამარჯვებული გამოვლინდება და პროგრამის ფარგლებში მოხალისეობის ხელშეკრულება გაფორმდება,"- ამბობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ახალგაზრდული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ანა ხაბარელი.

კონკურსის შედეგად, თითო მინიციპალიტეტიდან ორი, მთლინად ქვეყნის 64 მუნიციპალიტეტიდან კი 128 მოხალისე შეირჩევა, რომლებიც წყალტუბოში მოსამზადებელ ტრენინგ-სემინარს გაივლიან.

კურსის დასრულებისას თითოეულ მათგანს, მიმდინარე წლის ბოლომდე, "საქართველოს მოიხალისეს" სტატუსი მიენიჭება.

"შერჩეული ახალგაზრდები, მუნიციპალიტეტის საჭიროებებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა სოციალურ და საქველმოქმედო აქტივობებს განახორციელებენ. მათ ყოველთვიურად 45 ლარის ოდენობის საკომუნიკაციო ხარჯი აუნაზღაურდებათ და ექნებათ საშუალება საერთაშორისო მოხალისეობრივ პროგრამებში ჩაერთონ,"- აცხადებს ანა ხაბარელი.

ქუთაისში პროექტს კოორდინაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი გაუწევს".

პროგრამა "საქართველოს მოხალისე" 2015 წელს დაიწყო, რომლის პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდი", "მშვიდობის კორპუსი" და "ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი".

პროექტის მიზანი მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება და საქართველოს რეგიონებში მოხალისეობის ერთიანი ქსელის განვითარებაა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.