ახალი ამბები
ქუთაისში ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის ძეგლები დაიდგმება
FaceBook
ქუთაისში ქართველი პოეტების, ტიციან ტაბიძისა და პაოლო იაშვილის ძეგლები დაიდგმება. სად განთავსდება ძეგლები,  ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ასეთ ადგილად ციფერყანწელთა ქუჩა განიხილება. 

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ადგილის შერჩევა  და ზუსტდება ხარჯთაღრიცხვა.

პაოლო იაშვილმა და ტიციან ტაბიძემ განათლება ქუთაისში მიიღეს.

ქუთაისშივე, თანამოაზრეებთან ერთად დაარსეს ლიტერატურული გაერთიანება "ცისფერი ყანწები" და გამოსცემდნენ ამავე სახელწოდების ჟურნალს, სადაც იბეჭდებოდა ორდენის წევრთა შემოქმედება.  ახალგაზრდა პოეტები და მწერლები თარგმნიდნენ უცხოურ ლიტერატურასაც.

პროდასავლური მისწრაფებების გამო, 1930-იან წლებიდან საბჭოთა ხელისუფლებამ ლიტერატურული ორდენი გააუქმა, მისი წევრები კი ხალხის მტრებად გამოაცხადა.

პაოლო იაშვილმა, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლება დააპატიმრებდა, 1937 წელს მწერალთა კავშირის სხდომაზე თავი მოიკლა. ტიციან ტაბიძე კი დახვრიტეს. მეორე ვერსიით, მას გადასახლება მიუსაჯეს და ციმბირის ტრამალზე თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
თბილისიდან ქუთაისში წამომსვლელ მიკროავტობუსის მგზავრთათვის
მგზავრობის ღირებულება 10-ის ნაცვლად 15 ლარია.
14:34 / 26.04.2019
თბილისიდან ქუთაისში წამომსვლელ მიკროავტობუსის მგზავრთათვის მგზავრობის ღირებულება 10-ის ნაცვლად 15 ლარია.

2 მაისს ქუთაისში მწერალი გურამ
დოჩანაშვილი ჩამოვა.
13:47 / 26.04.2019

2 მაისს ქუთაისში მწერალი გურამ დოჩანაშვილი ჩამოვა.

დღის სიახლეები
13:47 / 26.04.2019
2 მაისს ქუთაისში მწერალი გურამ დოჩანაშვილი ჩამოვა.
17:01 / 25.04.2019
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი დაიკითხება.
14:50 / 25.04.2019
ქუთაისიპოსტის სტუდია გთავაზობთ  მორიგი გადაცემის  ჩანაწერს. ქალაქში საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია.
13:21 / 25.04.2019
ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულზე 20-ზე  მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.
12:17 / 25.04.2019
„ქართული ოცნების“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე საპარლამენტო უმრავლესობს წევრებთან ერთად სოფელ როდინაულის,  ცხენთაროს და სადგურ სვირის მოსახლეობას შეხვდა.
12:05 / 25.04.2019
ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის პროგრამა „კორპუსი“ გაუქმდა და მუშაობას  შეცვლილი სახელწოდებით გააგრძელებს.
11:37 / 25.04.2019
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ქუთაისში სასაფლაოების მიმართულებით საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
17:29 / 24.04.2019
ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.