ახალი ამბები
გელათის მცხოვრებლები სოფლისთვის სახელის შეცვლას აპროტესტებენ
FaceBook
სოფელ გელათში მცხოვრებლებმა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს.  

აქციის მონაწილეები სოფელ გელათის მოსახლეობის ნაწილისთვის საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას და სოფლის სახელწოდების შეცვლას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ , მოსახლეობისგან ფარულად, სოფელ გელათის ნაწილი სოფელ კურსებს მიაკუთვნა. 

"ცვლილებამ პრობლემები შეგვიქმნა საჯარო რეესტრში დოკუმენტების დამზადებისას, ასევე, დაეცა აქ არსებული სასტუმროების ფასი და შემცირდა უძრავი ქონების ღირებულება. არაერთხელ მივმართეთ მერიას და საკრებულოს, თუმცა უშედეგოდ," - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

მათი თქმით, თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ შეცვლის, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და პერმანენტულ აქციებს დაიწყებენ. 

ტყიბულის საკრებულოში სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ავალიანი აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ტყიბულის საკრებულო უახლოეს პერიოდში იმსჯელებს. ავალიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მოსახლეობის სასარგებლოდ იქნება მიღებული.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.