ახალი ამბები
წყალტუბოს სოფელ მუხიანში, მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში, მოსახლეობამ საავტომობილო გზა გადაკეტა.
ისინი  სოფელში სატვირთო ავტომობილების მოძრაობას აპროტესტებენ.

ადგილობრივების თქმით, ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის საჭირო სამშენებლო მასალები სწორედ აღნიშნული მძიმე ტექნიკით გადააქვთ.

სოფელ მუხიანის მოსახლეობის პროტესტს ადგილობრივ ხელისუფლებაში გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ სატვირთო ავტომობილებს აღნიშნულ გზაზე მოძრაობა აეკრძალებათ.
Print