ახალი ამბები
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, რკინიგზის გადასასვლელთან სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოებს ქუთაისის მერიასთან ერთად, წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა ქუთაისის მერმა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, გუგუნავას ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე, უხვი ნალექის დროს წყალი დგებოდა და გადაადგილების დროს მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნიდა.

"აღნიშნული ტერიტორია უხვი ნალექის დროს ყოველთვის იტბორებოდა, რაც პრობლემებს უქმნიდა მოსახლეობას. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, რათა დროულად მოხდეს პრობლემის მოგვარება", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
Print