ახალი ამბები
ქუთაისში ნიკო ნიკოლაძის, ტიციან ტაბიძის, ნიკო მარისა და სხვების გზავნილები გამოჩნდა
FaceBook
"დატოვე პარლამენტი ქუთაისში" – ამ ლოზუნგით ქუთაისში ცნობილი ადამიანების პლაკატები გამოჩნდა.



ქუთაისში პარლამენტის დატოვებას ტიციან ტაბიძის, ნიკო ნიკოლაძის, დავით კაკაბაძის, ექვთიმე თაყაშივილის, ნიკო მარის და სხვების პოსტერებით მოითხოვენ.

პოსტერების ავტორი მხატვარი ლევან ვეკუაა.



მოძრაობის "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წარმომადგენლების თქმით, პლაკატზე გამოსახული ადამიანები პარლამენტის ქუთაისში დატოვებას აუცილებლად მოითხოვდნენ. 

2019 წლის ხუთ თებერვალს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია თბილისში გაიხსნა და 2012 წლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანო მუშაობას თბილისში აგრძელებს. თუმცა, სამოქალაქო მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" ბრძოლას არ წყვეტს და პარლამენტის ქუთაისში დასაბრუნებლად იბრძვის.

პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც 12 მარტსაა, იგივე მოთხოვნებით დიდი საპროტესტო აქცია გაიმართება. მოძრაობის წარმომადგენლები პოლიტიკური პარტიების შემოერთებისგან თავს იკავებდნენ, თუმცა ღია არიან იმ პარტიებთან სათანამშრომლოდ, რომელთა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, პარლამენტის ადგილმდებარეობა ქუთაისი იქნება.

"უფრო მეტიც, მათ ამ ქალაქში ვერ უნდა შეძლონ წარმატებული საარჩევნო კამპანიის ჩატარება ამ მკაფიო მესიჯის გარეშე. ნელ-ნელა ქუთაისიდან წაიღეს სემეკი, კონტროლის პალატა, საგზაო დეპარტამენტი. პარლამენტი იყო წითელი ხაზი. მე ვთვლი, რომ ეს არის პროვინციული პოლიტიკა პროვინციების მიმართ", - ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ჟურნალისტი ეკა ფხაკაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.