ახალი ამბები
ენმ ქუთაისში ყოფილი ქარხნის შენობის გასხვისებას აპროტესტებს
FaceBook
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები ავანგარდის დასახლებაში, მერიის მიერ, ყოფილი ქარხნის ტერიტორიის უსასყიდლოდ გასხვისებას აპროტესტებს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე კონცერტის ჩასატარებლად ქარხანა და მიმდებარე ტერიტორია მერიამ საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტს, დავით ოქიტაშვილს, უსასყიდლოდ მიმდინარე წლის 6 მარტს ორი წლის ვადით  გადასცა. 

"ეს ეკონომიკურად საკმაოდ დატვირთული ობიექტია, რომელიც შეიძლება საკმაოდ ძვირად გაიყიდოს და სერიოზული შემოსავლის წყარო გახდეს თვითმმართველობისათვის. მაშინ როდესაც ყველა კონცერტი და ვარსკვლავები ყოფილან ამ ქალაქში ჩამოსულნი და იჯარას იხდიან სხვადასხვა შენობაში, რამდენად მიზანშეწონილია დავით ოქიტაშვილისთვის უსასყიდლოდ გადაცემა. აქ არის ბევრი კითხვის ნიშანი. ჩვენი ინფორმაციით, ამ ობიექტის გადაცემა თბილისის დავალებით  მოხდა", - ამბობს გიგა შუშანია. 

ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ქუთაისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია დაეთანხმა.

როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვლასი გარდაფხაძე ამბობს, შენობით მისი მდებარეობის გამო ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა, თუმცა, როგორც ირკვევა მერიას შენობა აუქციონზე გასაყიდად არც ერთხელ არ გაუტანია.

"შეფასებაც არ არის ამ შენობის გაკეთებული როგორც ვიცი და არც აუქციონზე ყოფილა გატანილი. სასაფლაოსთან რომ არის ახლოს, ყველა იკავებს თავს ამის გამო. კულტურის პალატა ამ შენობას სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ორგანიზებისთვის გამოიყენებს და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იქნება ამ უბნის გაცოცხლებისთვის", – ამბობს ვლასი გარდაფხაძე.

მისივე თქმით, ორი წლის შემდეგ თუ შენობას ინვესტორი გამოუჩნდება, კულტურის პალატა ვალდებულია შენობა გაათავისუფლოს.


ავანგარდის დასახლებაში, ყოფილი ქარხნის ტერიტორია კულტურის პალატამ კონცერტის ჩასატარებლად პირველად გასულ წელს გამოიყენა.

2018 წლის 20 ოქტომბერს ქარხანაში ბელგიური დუეტის "კონობას" კონცერტი ჩატარდა. 8 მარტს კი ქარხანაში მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტია დაგეგმილი.


ამავე თემაზე: 

ქუთაისში ყოფილი ქარხნის შენობა კულტურის პალატას უსასყიდლოდ გადაეცემა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.