ახალი ამბები
ბავშვის ოჯახისგან განცალკევება უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მოხდება
FaceBook
ბავშვის ოჯახისგან განცალკავებისთვის საკმარისი აღარ იქნება მხოლოდ ის გარემოება, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები. არასრულწლოვნის მშობლებისგან განცალკევება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იქნება დასაშვები.

შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ბავშვთა უფლებებს ახლებურად დაარეგულირებს, უკვე მომზადებულია. პარლამენტი მის განხილვას 4 მარტიდან იწყებს.

"ბავშვის უფლებათა კოდექსის" მიხედვით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში შეიქმნება ოჯახებისთვის ე.წ. მატერიალური და არამატერიალური მხარდაჭერის პროგრამები, რაც მოიცავს ბავშვების როგორც სოციალურად დაცვის გაძლიერებას, ასევე, ზრუნვას მათ განათლებასა და მათ უფლებებზე.

მატერიალური და არამეტერიალური მხარდაჭერის პროგრამები ითვალისწინებს საგანმანათლებლო ტრენინგ–კურსებს ბავშვის აღზრდა–განვითარების, მასთან არაძალადობრივი კომუნიკაციის და პოზიტიური მშობლობის შესახებ. ასევე, კონსულტაციებს იმის შესახებ, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები განქორწინებისა და ოჯახური დავების დროს. კანონპროექტი, ასევე, მოიცავს მკურნალობის კურსს ალკოჰოლიზმის, ნარკოდამოკიდებულების ან სხვა ფსიქო-ემოციური საჭიროების დროს.

ცვლილების მიხედვით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას გააძლიეროს მზრუნველობა იმ ბავშვებზე, რომლებიც დროებით ან სამუდამოდ მოკლებული არიან მშობელთა ზრუნვას. ძლიერდება იმ ოჯახების მატერიალური მხარდაჭერა, რომლებიც ახორციელებენ მინდობით აღზრდას.

ბავშვებისთვის სოციალური დახმარების რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, მისი ოჯახის საჭიროებების მიხედვით.

"ბავშვის უფლებათა კოდექსის" შესახებ მომზადებულ ცვლილებათა კანონპორექტს 9 კომიტეტი ერთდროულად განიხილავს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.