ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ქუთაისში ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
FaceBook
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ქუთაისში 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

ქობალიამ მეწარმეებთან საუბრისას ყურადღება სამ ძირითად საკითზე გაამახვილა, რომელთა შორისაა ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, პროფესიული განათლება და ბიზნესთან უძრავი ქონების თვალსაზრისით თანამშრომლობა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, ქვეყნის ეკონომიკისათვის ექსპორტის საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმონადგენლებს მოუწოდა, გააფართოვონ წარმოება და პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ.

"ქართველმა მეწარმეებმა მოახერხერს უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირება. მათ შეძლეს, რომ საკუთარი პროდუქცია ევროპის ბაზარზე წარწერით "დამზადებულია საქართველოში" გასულიყო. მოგიწოდებთ, ჩაერთოთ ამ პროცესში,"-განაცხადა მინისტრმა.

გიორგი ქობალიას განმარტებით, პროფესიული განათლების ნაკლებობა ეკონომიკის განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორია. მისივე თქმით, სახელმწიფომ მოქალაქეებს საშუალება უნდა მისცეს, რომ მათ პროფესიული განათლება მიიღონ და დასაქმება შეძლონ. მინისტრის განმარტებით, რეგიონში ბევრი გადასამზადებელი პროგრამის განხორციელება იგეგმება.

მესამე საკითხი, რომელზეც მინისტრმა ბიზნესმენებს ინფორმაცია მიაწოდა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოყენებაა. როგორც ქობულიამ განმარტა, მთავრობა განიხილავს წინადადებებს, თუ როგორ უნდა გადაეცეს ქონება მეწარმეებს გამოსაყენებლად. მისივე თქმით, აღნიშნული პროცესი გამჭვირვალეთ წარიმართება და მეწარმეებს მაღაზიებისა თუ საწარმოების აშენება თავისუფლად შეეძლებათ.

გიორგი ქობალიამ ბიზნესმენების შეკითვებსაც უპასუხა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.