საზოგადოება
დამზადებულია ქუთაისში - კომპანია, რომელიც ტანსაცმელს H&M-ისთვის კერავს (ვიდეო)
FaceBook
ცნობილი ევროპული ბრენდის H&M-ის პარტნიორი ქუთაისური საწარმო გახდა. 

კომპანია "ემჯიემტექსმა" "H&M" – ის მკაცრი ტექნიკური აუდიტის გავლა შეძლო და ბრენდის ოფიციალური მიმწოდებელი იქნება.  "ემჯიემტექსში" პირველ დაკვეთას თებერვლის შუა რიცხვებში ელოდებიან.

ქუთაისის საწარმოში შეკერილი "H&M"-ის პროდუქცია იარლიყით "MADE IN GEORGIA" ევროპის დიდ ქალაქებში სარეალიზაციოდ, სავარაუდოდ ზაფხულიდან გაიტანენ.




"ემჯიემტექსის"დირექტორი ელიზბარ ლომინაძე ყვება, რომ ბიზნეს იდეა "აწარმოე საქართველოს" პროგრამის დახმარებით რეალობად აქცია.

მისივე თქმით, კომპანიამ დიდი შრომით, ერთ წელიწადში შეძლო მიზნისთვის მიეღწია და ცნობილი ბრენდის H&M– ის კონტრაქტორი საწარმო გამხდარიყო.

"ემჯიემტექსი" ქუთაისში 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდა. საწარმოში, თავდაპირველად 180 თანამშრომელი მუშაობდა, დღეს მათი რიცხვი 300-მდეა გაიზარდა.

კომპანიაში 2019 წლისთვის გაფართოვებას გეგმავენ. დირექტორის თქმით, საწარმოში 1000-მდე ადამიანი დასაქმდება.

"ემჯიემტექსის" HR-ის თამთა მეფარიშვილის თქმით, მათი მიზანია განვითარებასთან ერთად,  მაღალი სტანდარტი შეინარჩუნონ.

"ემჯიემტექსი"  ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილი საწარმოა.  თავის მხრივ შპს „ემჯიემტექსი“   რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose”  შვილობილი კომპანიაა, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: M&S, UMBRO, Comma და სხვა.


FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რაც თავი ახსოვთ, მიწას ეფერებიან. თიხაში ამოსვრილი ხელებით
თავიანთ ყოველდღიურობას ძერწავენ, ზუსტად ისე, როგორც ბაბუები და
ბაბუის ბაბუები. შროშაში ოთხასიდან ას ოჯახში  მეთუნე
ცხოვრობს.
11:01 / 24.04.2019

რაც თავი ახსოვთ, მიწას ეფერებიან. თიხაში ამოსვრილი ხელებით თავიანთ ყოველდღიურობას ძერწავენ, ზუსტად ისე, როგორც ბაბუები და ბაბუის ბაბუები. შროშაში ოთხასიდან ას ოჯახში  მეთუნე ცხოვრობს.







არ სძინავს, არ ჭამს, არ იბანს. აღარც ტაბლეტები შველის.
14:47 / 01.04.2019
არ სძინავს, არ ჭამს, არ იბანს. აღარც ტაბლეტები შველის.

დღის სიახლეები
17:29 / 24.04.2019
ქუთაისის საკრებულოს მმართველი გუნდისა და ოპოზიციის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
15:11 / 24.04.2019
ქუთაისის მერიის ეკონომიკის  სამსახურის უფროსის, გიორგი გიორგობიანის თქმით, თვითმმართველობა 60 მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანის გეგმაზე მუშაობს, რომლებიც შესაძლოა ელექტრონული იყოს.
12:35 / 23.04.2019
იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 24-30 აპრილის ჩათვლით გაგრეძელდება საქართველოს მოსახლეობას აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
12:02 / 23.04.2019
ქუთაისის ოპერის თეატრი, რომელსაც სულ მალე 50 წელი უსრულდება, სავალალო მდგომარეობაშია.
10:28 / 22.04.2019
ქუთაისელი სკოლის მოსწავლეები სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარნენ.
16:36 / 21.04.2019
ქუთაისის კათოლიკე ეკლესიაში აღდგომის დღესასწაული აღინიშნა.
12:02 / 21.04.2019
ყავა ბანანით - მარტივი და საოცარი გადაწყვეტაა ზაფხულის ცივი დღეებისათვის.
11:33 / 21.04.2019
დედამიწის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, 22 აპრილს, ქუთაისში, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან