ახალი ამბები
ზესტაფონში საკადრო ცვლილებები დაიწყო - მერის მოადგილემ პოსტი დატოვა
FaceBook
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში საკადრო ცვლილებები დაიწყო. პოსტი უკვე დატოვა მერის მოადგილემ ელგუჯა კვეტენაძემ, რომელმაც ოთხი თვის წინ ბესიკ ლეონიძე ჩაანაცვლა. 

დღის ბოლომდე კი თანამდებობას, სავარაუდოდ, ზესტაფონის მერი, კახაბერ მახათაძეც დატოვებს.

ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ამბობს, რომ , მერის წასვლის შემდეგ მერიას მისი გუნდიც დატოვებს.

"მერმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და როგორც ამბობს არ შეცვლის. ჩანს "ოცნების" გუნდმა გადაწყვიტა ქვეყანა თავისებურად დაალაგოს და ამ გუნდში არ აღმოჩნდა ისეთი ღირსეული ადამიანის ადგილი, როგორიც კახაბერ მახათაძეა. ის არ დაეთანხმა მიმდინარე პროცესებს და მიიღო ეს გადაწყვეტილება. კახაბერის სურვილია, რომ ის გუნდი, ვინც მასთან ერთად მუშაობდა, დარჩეს და გააგრძელოს მუშაობა, მაგრამ მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მთელი გუნდი წავა" -ამბობს ზესტაფონის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ეკა დუგლაძე.

მერის მოადგილის მოვალეობას საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ ფერაძე შეასრულებს.


ზესტაფონის მერიაში პრობლემები გასულ წელს დაიწყო, მაშინ  კახაბერ მახათაძის წინააღმდეგ მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიზის ორგანიზებიტ საპროტესტო აქციები მიმიდნარეობდა. ისინი მერს კორუპციაში ადანაშაულებდნენ და მის დაუყონებლივ გადადგომას ითხოვდნენ.


მავე თემაზე:

ზესტაფონში საკადრო ცვლილებები დაიწყო - ვიცე-მერმა თანამდებობა დატოვა

ზესტაფონის მერი თანამდებობას ტოვებს


ზესტაფონის მერმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს

,,დაისაჯოს კანონდამრღვევი კორუმპირებული მერი" - ხმაური ზესტაფონის მერიაში

"თანამდებობიდან გადადგეს კორუმპირებული მერი" - აქციის მერვე დღე ზესტაფონში

"ვერ ვსარგებლობთ მერის კაბინეტით, ვერ ვიყენებთ ბეჭედს" - ზესტაფონში მერს კაბინეტში არ უშვებენ




Print