ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ნფორმაციით, 11 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან 15 თებერვლის საღამოს ჩათვლით, დასავლეთ საქართველოსა და მათ შორის იმერეთის რეგიონში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, 12–14 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 17–19 0 იქნება. ზოგან, დროგამოშვებით, აღმოსავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს. 

მათივე ინფორმაციით, 15 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან რამდენიმე დღით წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში – თოვლი. ჰაერის ტემპერატურა, დაახლოებით, 9–დან 11 0–მდე დაიკლებს.


Print