ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი - ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია ქუთაისს
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქუთაისში, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება წინასააჩევნი დაპირებაზე გაამახვილა, რომლის თანახმადაც ის რეგიონების პრეზიდენტი იქნება.

“პრეზიდენტს შეუძლია იყოს მთავრობასა და რეგიონს შორის შუამავალი. ორ დღეში მოვასწარი იმის ნახვა რაც მაინტერესებდა, ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია ქუთაისს. ქუთაისი და წყალტუბო, ქუთაისი და გელათი და ქუთაისი თავისი ყველა უბნით. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ნიშანი, როგორც საქართველოს კულტურის დედაქალაქმა. მე ვიყავი ევროკავშირის “შტაბკვარტირაში” ( რატომ მომივიდა ამის თქმა არვიცი - განაცხადა სიცილით პრეზიდენტმა), ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპის კულტურის შემადგენელი ნაწილი და ამისთვის მე მზად ვარ. ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები უნდა იყოს დაცული და ბევრი რამ შეგვიძლია გავაკეთეთ, რათა ქუთაისმა დაიბრუნოს ადგილი მსოფლიო კულტურულ ძეგლებში” - განაცხადა პრეზიდენტმა.

უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იმერეთში დასრულდა. ზურაბიშვილი იმერეთს 9 თებერვალს ეწვია. ვიზიტის პირველი დღე 9 თებერვალს წყალტუბოში დაიწყო, რომელიც 10 თებერვალს ქუთაისში დაასრულა.

ამავე თემაზე:

მუსიკის და კულტურული დედაქალაქი – რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა ქუთაისში
Print