ახალი ამბები
ქუთაისის ისტორიული ნაწილი შესაძლოა, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდეს
FaceBook
ქუთაისის ისტორიული ნაწილი, შესაძლოა, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს.

ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა,  ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა.

ანთიძის თქმით, ძეგლად გამოცხადდება უქიმერიონი და მიმდებარე ისტორიული ნაწილი თავისი არქიტექტურითა და ისტორიით. ქალაქის ძველი ნაწილის არქეოლოგიურად შესწავლას ქართულ-პოლონური ექსპედიაცია ახორციელებს.

ნიკოლზ ანთიძის თქმით, გათხრები 2016 წელს დაიწყო და ქალაქის განვითარების ეტაპების შესწავლას ითვალისწინებს. დასკვნების საფუძველზე ქუთაისის ცენტრალურ ისტორიულ ნაწილს იუნესკოს წარუდგენენ, რათა მას  ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს.

"პროცესი დაწყებულია. სამუშაოები საწყის ეტაპზეა. ქართულ-პონოლური ერთობლივი ექსპედიცია სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუშაობს ქალაქის ისტორიული ნაწილის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადებისთვის,  რომელიც მომდევნო წელს კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევა. ქუთაისის ხელისუფლებაც იღებს მზაობას, რომ ხელი შეუწყოს პროცესებს და ქალაქში არ გაჩნდეს ისეთი ახალი ნაგებობები, რომელიც არ იქნება შესაბამისობაში ქუთაისის არქიტექტურასთან და ძველი ნაწილის იერსახესთან", - ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ქუთაისში როლანდ ისაკაძე.

პროექტის მინი პრეზენტაცია დღეს ნიკოლოზ ანთიძემ პრეზიდენტისთვის გამართა.

"ჩვენ პოლონელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ რომ სწორად მივაწოდოთ პროექტი იუნესკოს", - თქვა ნიკოლოზ ანთიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი, იმერეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, წყალტუბოს შემდეგ  ქუთაისს სტუმრობს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.