ახალი ამბები
"არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა" - იმერეთის გუბერნატორი მისი მოადგილის მიერ პოსტის დატოვებაზე
FaceBook
იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ,  მისი მოადგილის გრიგოლ დალაქიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განმარტება გააკეთა.
გუბერნატორმა სამხარეო ადმინისტრაციაში  არსებული დაპირისპირება უარყო და განაცხადა, რომ დალაქიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

"არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. პირველად მესმის.  მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. ზოგადად, დალაქიშვილი თავის საქმიანობას თავს ართმევდა. ცვლილებები თუ იქნება, ამის შესახებაც შეიტყობთ. ვინ შეცვლის, ჯერ არ გვაქვს მოფიქრებული,"- განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

გრიგოლ დალაქიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ  განცხადება 6 თებერვალს დაწერა. ამავე დღეს, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა პოსტი ვიცე–მერმა გიორგი იობაშვილმაც.

ქუთაისის მერიასა და სამხრეო ადმინისტრაციაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე ქუთაისიპოსტი ერთი თვით ადრე წერდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.