ახალი ამბები
ქუთაისში, გასულ წელს, ყველაზე მეტი ტურისტი გერმანიიდან შემოვიდა
FaceBook
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში 2018 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

პრეზენტაცია ცენტრის ხელმძღვანელმა ტატო ლილუაშვილმა წარადგინა. მისი თქმით, ტურისტა რაოდენობა 2018 წელს, წინა წელთან შედარებით 85%-ით გაიზარდა.

" ტურისტთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 2018 წელს ქუთაისში, ვიზიტორთა დიდი ნაკადი გერმანიიდან (4 834 ტურისტი) ფიქსირდება, მეორე ადგილზე პოლონეთია (3 870 ტურისტი) სამეულს რუსეთი ასრულებს (2 152 ტურისტი) . მიგვაჩნია, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა პირდაპირ ფრენებს უკავშირდება",-აღნიშნა ლილუაშვილმა.

პრეზენტაციაზე საუბარი იყო სამომავლო გემებზე. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი 2019 წლისთვის, ბრენდიგს, ახალი პოლიგრაფიული მასალების ბეჭვდას და ინფო-ტურებს გეგმავს. ღონისძიების მიწურულს საიმიჯო ვიდეო-რგოლის პრეზენატცია გაიმართა, რომლის დამზადებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37 ათასი ლარი დაიხარჯა.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის 2018 წლის ანგარიშს, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ვიცე მერი და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები დაესწნენ.
Print