ახალი ამბები
ერთკაციანი აქცია ქუთაისში
FaceBook
ერთკაციანი აქცია გაიმართა ქუთაისში, დევნილთა სამინისტროს ადგილობრივ სამმართველოსთან.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული დავით ბენიძე სამინისტროს ბინების უკანონო განაწილებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ერთი წელია ავარიულ შენობაში, ყოფილ სასტუმრო ,,ზესხოში" ცხოვრობს.

ბენიძე ამბობს, რომ შეფასების ქულები საცხოვრებლის მიღების კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. თუმცა, სიიდან ამოიღეს. აფხაზეთიდან დევნილს ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს. ის რამდენიმე წელი ქირით ცხოვრობდა და ფინანსური პრობლემების გამოიძულებული გახდა ავარიულ შენობაში გადასულიყო.

სამმართველოში ბენიძის ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ კანონი არ დარღვეულა, ბინას კი ბენიძე შემდგომ ეტაპებზე მიიღებს. გიორგი ქორიძე განმარტავს, რომ სასტუმრო ზესხო ავარიულია, ადგილზე ცხოვრება დაუშვებელია და იქ დევნილები უკანონოდ არიან შეჭრილები.
Print