ახალი ამბები
ქუთაისში, დათუნა ალადაშვილის კონცერტი 17:00 საათზე გაიმართება
FaceBook
საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, ქუთაისის მერია დღეს, პიანისტ დათუნა ალადაშვილს უმასპინძლებს. კონცერტი თეთრი ხიდის  მიმდებარე ტერიტორიზე იყო დაგეგმილი, თუმცა, სავარაუდოდ, მინის დაზიანების გამო ის თიბისი  17:00 საათზე, გალერიში გაიმართება.

დათუნა ალადაშვილმა პირველად კონცერტი ქუთაისში, ზაფხულში მუსიკალური ტურნე "პიანინოს" ფარგლებში გამართა.

მან 11 წლის ასაკში დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა. 15 წლის ასაკში მიიღეს თბილისის სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში, 2007 წელს ალადაშვილი გადავიდა ნიუ-იორკში და შევიდა ჯულიარდის სკოლაში მუსიკის მოსამზადებელ განყოფილებაზე, სადაც მას ასწავლიდა ვიქტორი მუშკატკოლი. ბოლო პედაგოგი ჯულიარდის სკოლაში იყო ჯერომ ლოვენტალი და მატი რაეკალიო. 2012წელს ალადაშვილმა დაამთავრა ჯულიარდის სკოლა ბაკალავრის დიპლომით. მუსიკოსს მონაწილეობა მიღებული აქვს უამრავ ფესტივალში. მათ შორის ვლადიმერ ნილსენის ფორტეპიანოს ფესტივალი სეგ-ჰარბორში (ნიუ-იორკის შტატი, აშშ) 2008/2009 წლებში და ზალცბურგის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიაში-2011/2013 წლებში.


დავით ალადაშვილს პრესა უწოდებს "ემოციური ვირტუოზი,დაბადებული სცენისთვის". პიანისტი არაერთხელ გამხდარა მრავალი კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი.

მერიის მიერ  დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების პროგრამა ნახეთ აქ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.