ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ერთწლიან მუშაობას აჯამებს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ საკრებულოს ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა.
როგორც მან, პრესკლუბ "მედიარუმში" განაცხადა,  წარმომადგენლობითმა ორგანომ მოახერხა, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობა მაქსიმალურად ჩაერთო. 

ირაკლი შენგელიას თქმით, წარმომადგენლობითმა ორგანომ  წლის განმავლობაში ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ეს იყო სპორტულ დაწესებულებებში სწავლის საფასურის გაუქმება და  პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში  მიღებული  გადაწყვეტილებები.

"როგორც მაჟორიტარი და როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე,  ვიყავი აქტიური მოსახლეობასთან. ყველა ძალისხმევას ვხმარობთ, რათა მეტი მოქალაქე ჩავრთოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში", – ამბობს ირაკლი შენგელია.

მან 2019 წლის ქუთაისის ბიუჯეტიც შეაფასა და თქვა, რომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი  მოსახლეობის ინტერესს სრულად პასუხებს.  

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ანგარიშის საგაზეთო ვერსიაც წარმოადგინა, სადაც მის სამაჟორიტარო უბანში, გამარჯვების ოლქში განხორცილელებული სამუშაოებია შეჯამებული.


Print