ახალი ამბები
ქუთაისში ყაჩაღობის მცდელობაზე ერთი ადამიანი დააკავეს
FaceBook
ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე  ვალუტის გადამცვლელი პუნქტის დაყაჩაღება სცადეს.

ის მცდელობის ფაქტზე ერთი ადამანი დაკავებული, რომელიც თვითმხილველების თქმით ავტომატით და ხელყუმბარით იყო შეიარაღებული.

"ერთი პიროვნება მოტოციკლეტის შლემით პუნქტის მეპატრონეს თავს დაესხა,შეეცადა შეეყვანა შენობაში და ფული წაერთმია,მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია,მიეხმარა შვილიც.ყაჩაღი გაქცევას აპირებდა,შვილმს ცემა დაუწყო,მიემარა ბანკის ინკასაციის თანამშრომლებიც და საბოლოოდ პოლიციამ დააკავა", - ამბობენ თვითმხილველები. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

როგორც შსს -ში აცხადებენ დაკავებულია ერთი პირი. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 159 და 176-ე მუხლებით მიმდინარეობს. რაც ყაჩაღობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა - ტარებას გულისხმობს.


Print