ახალი ამბები
„პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ცნობილია" – ქუთაისის მერი
FaceBook
ქუთაისის მერს გორგი ჭიღვარიას, რომელიც მერად არჩევის შემდეგ საკრებულოს სხდომას მესამედ ესწრება, ოპოზიციამ პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. "ევროპული საქართველოს" დეპუტატის,  მერაბ მეშველიანის თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა გააკეთა ქალაქის მერმა იმისთვის რომ ქალაქს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი არ დაეკარგა.

"აქამდე არ მომეცა საშუალება თქვენთვის ეს მეკითხა. მაინტერესებს რა გააკეთეთ იმისათვის, რომ პარლამენტი არ გადასულიყო ქუთაისიდან", – ჰკითხა საკრებულოს სხდომაზე მერაბ მეშველიანმა გიორგი ჭიღვარიას.

ქალაქის მერმა განაცხადა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია და არ მიიჩნევს საჭიროდ დეპუტატს პირადად განუმარტოს.

"პარლამენტი არ არის თვითმმართველობის თემა. რაც გავაკეთე და როგორც გავაკეთე, არ ვთვლი საჭიროდ რომ თქვენთან ამაზე ვისაუბრო. მე არერთხელ გამიკეთებია ამ საკითხზე  განცხადება და იცის საზოგადოებამ ჩემი პოზიცია და არ ვაპირებ თქვენთან პოლიტიკური ქულების ჩაწერას", – განაცხადა ქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის მერს,  გიორგი ჭიღვარიას პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.



Print