ახალი ამბები
ქუთაისში ახლადნამშობიარები ქალი H1 ვირუსით გარდაიცვალა
FaceBook
გრიპი A , H1 ტიპის ვირუსით გარდაცვლების ფაქტი დაფიქსირდა ქუთაისში. 30 წლის ახალგაზრდა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში რამდენიმე დღის წინ შემოიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, 38 კვირის ორსული საავადმყოფოში სუნთქვის მწვავე უკმარისობით და ცხელებით შემოვიდა. მამუკა ნემსიწვერიძის თქმით, გარდაცვალების მიზეზი მძიმე ფორმის ვირუსული პლევმონია, სეფსისი და სეპტიური შოკი, ასევე პოლიორგანული უკმარისობა გახდა.

ანესთეზია-რეანიმაციის სამსახურის უფროსის მამუკა ნემსიწვერიძის თქმით, პაციენტი კლინიკაში შემოსვლისას რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.მისივე ინფორმაციით, შემოყვანიდან 24 საათის გაბმავლობაში ჩატარდა საკეისრო კვეთა, პაცინეტის მდგომარეობა დარჩა მძიმე.

დაავადება განვითარდა აგრესიულად , რის შემდეგაც მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში იმყოფებოდა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


Print