ახალი ამბები
ქუთაისის მე–6 საჯარო სკოლის საკლასო ოთახებში წყალი ჩადის
FaceBook
ქუთაისის მე–6 საჯარო სკოლაში, რომელსაც ორი კვირის წინ ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა, წყალი ჩადის.
წვიმისგან დაზიანებულია სამსართულიანი შენობის მეორე და მესამე სართულები.

ოთახებში, სადაც წყალი ჩადის, სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს.

სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეები ბიბლიოთეკასა და ლაბორატორიებში გადაანაწილა.

"გამოგვყავს ბავშვები იმ ოთახებიდან, სადაც გაუსაძლისი მდგომარეობაა. ვიყენებთ ლაბორატორიებს და ბიბლიოთეკას. თუ არ გარემონტდა ეს ოთახები, აქ დაბრუნება შეუძლებელი იქნება",–ამბობს მე–6 სკოლის დირექტორი, დიმიტრი ქარსელაძე.

მისივე თქმით, ახალი სახურავის მოთხოვნით შესაბამისი მიმართვა განათლების სამინისტროს სსიპ ინფრასტრუქტურის სააგენტოს უკვე გაუგზავნა, თუმცა, თანხა სკოლის ანგარიშზე ჯერჯერობით არ ჩარიცხულა.

"21 00 ლარია საჭირო ამისთვის. ფორმალური მხარე, რაც სჭირდება, გაკეთებულია, ანგარიშფაქტურა დევს სამინისტროში და ველოდებით როდის გადმოირიცხება ფული რომ ტენდერი გამოცხადდეს. ამინდებიც არ გვიწყობს ხელს. იმედია, არდადეგებიდან რომ დავბრუნდებით, გადახურვა დასრულებული იქნება",–ამბობს სკოლის დირექტორი.

განათლების სამინისტროს სსიპ ინფრასტრუქტურის სააგენტოში აცხადებენ, რომ სკოლას შესაბამისი თანხა მომდევნო კვირაში გადაერიცხება.
"მოხდა სტიქიის შედეგად დაზარალებული სკოლების აღწერა, ხარჯთაღრიცხვის შედგენა და პროექტის მომზადება. ამ ყველაფერს დრო სჭირდებოდა. იმ კვირაში გადავურიცხავთ თანხას და მერე უკვე სკოლები თავად გააკეთებენ გადახურვას",–აცხადებენ სააგენტოში.
ქუთაისის #6–ე საჯარო სკოლას ძლიერმა ქარმა სახურავი ორი კვირის წინ გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, სახურავის ფრაგმენტებმა წყლის რეზერვუარი და ეზოში მდგომი ავტომობილი დააზიანა.

სკოლის დირექტორი მაშინ იმედოვნებდა, რომ პრობლემის აღმოფხვრას რამდენიმე დღეში შეძლებდნენ.

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბოლო სამი თვის განმავლობაში პოლიციამ სექსუალური შევიწროების 11
ფაქტი გამოავლინა.
12:32 / 22.08.2019
ბოლო სამი თვის განმავლობაში პოლიციამ სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ქუთაისის საქალაქო
სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გ. გ.
დააკავეს.
11:28 / 22.08.2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გ. გ. დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
ბოლო სამი თვის განმავლობაში პოლიციამ სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გ. გ. დააკავეს.
ქუთაისის ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობაზე განთავსებული საათი,  რომელიც ორ კვირაზე მეტი გაჩერებული იყო, დღეს ამუშავდა.
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.
ქუთაისში 26  საჯარო სკოლის მიერ  59 ვაკანსიაა გამოცხადებული მასწავლებლის პოზიციაზე.  
ხონში მცხოვრებმა 12 წლის მარიამ მურღვლიანმა ძალოსნობის ტურნირზე ისევ გაიმარჯვა, რითაც საქართველოს ორგზის ჩემპიონი გახდა.
21 აგვისტოს, ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.  
ქუთაისში მოსახლეობას წყლის მიწოდება 20-21 აგვისტოს შეეზღუდება.