ახალი ამბები
საფრანგეთში ქართველი "კანონიერი ქურდები" დააკავეს
FaceBook

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთში 2 ქართველი "კანონიერი ქურდი", მათგან ერთ–ერთი ქუთაისელი დააკავა.


ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად დაკავებულია კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფების 8 წევრი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კრიმინალების დაკავების ოპერაცია ქართველებთან ერთად ევროპელმა კოლეგემა განახორციელეს.

სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩატარდა მასშტაბური სპეც.ოპერაცია. სპეცოპერაციის შდეგეად დაკავებულია საფრანგეთსა და ბელგიაში მოქმედი ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი. დაკავებულებს შორის საქართველოს 10 მოქალაქეა, მათ შორის 2 - "კანონიერი ქურდი".

უწყების ცნობით, სპეც.ოპერაციის შედეგად დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები: ქართველი "კანონიერი ქურდები" - 1971 წელს დაბადებული მინდია ნიჟარაძე და 1973 წელს დაბადებული რევაზ სესკურია; ასევე, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები - 1983 წელს დაბადებული ო.თ., 1983 წელს დაბადებული ს.ჩ., 1984 წელს დაბადებული რ.ნ.; 1968 წელს დაბადებული ი.ბ., 1983 წელს დაბადებული ზ.ო., 1974 წელს დაბადებული მ.ლ., 1983 წელს დაბადებული მ.ტ. და 1991 წელს დაბადებული ლ.რ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდად ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს აღნიშნული ბინების შესახებ, შემდეგ კი ქურდავდნენ. ასევე, იპარავდნენ ავტომობილებს, ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და უკანონოდ ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

დაკავებულთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები. მათ, შორის, ძვირფასეულობა, ცეცხლსასროლი იარაღი, ძვირადღირებული ავტომობილები, დიდი ოდენობით ფული, ყალბი დოკუმენტების დასამზადებელი ტექნიკა, სხვადასხვა ტიპის საკეტების გასაღები მოწყობილობები. სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცებად ასევე ამოიღეს სუბოტექსისა და მეტადონის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებები და კონტრაბანდული გზით მოპოვებული 1500 კოლოფი სიგარეტი. გამოძიების ინფორმაციით, საერთო ზარალმა 400 000 ევროზე მეტი შეადგინა.

დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთის სსკ-ს 311-ე, 321-ე, 324-ე და 450-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებები ედებათ ბრალად, რაც გულისხმობს საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას, ფულის გათეთრებასა და კრიმინალური დაჯგუფების წევრობას. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავების ოპერაციაში საფრანგეთის, ბელგიისა და საქართველოს 300-ზე მეტი სამართალდამცველი მონაწილეობდა. ასევე, ჩართული იყვნენ სპეცდანიშნულების დანაყოფები, კინოლოგიური სამსახური და გამოყენებული იყო ვერტმფრენი.

2018 წლის იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მათ შორის ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, 14 "კანონიერი ქურდი" დააკავა. ხოლო, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სულ 190 პირია დაკავებული.



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.