კვირის თემა
არც ერთი ბრიფინგი, არც ერთი პრესკონფერენცია, საკრებულოს 22 სხდომიდან მხოლოდ სამი დასწრება, არც ერთი მკაფიო განცხადება
სრულად
21:33 / 28.12.2018
ქუთაისში, ჭახათას უბანში აღმოჩენილ მღვიმეს, შესაძლოა, ძეგლის სტატუსი არ მიენიჭოს – ამის შესახებ ქუთაისელი ექიმი, ვახტანგ სიხარულიძე საუბრობს, რომელმაც მღვიმე რამდენიმე კვირის წინ შემთხვევით აღმოაჩინა.
სრულად
22:08 / 09.01.2019
სხვა დროს ჩვეულებრივ ცარიელი და ბნელი დასახლება – ზღაპრულ სოფლად ბავშვებმა აქციეს. 
სრულად
17:09 / 10.01.2019

ვალუტა
EUR
EUR
1
3.2172
GBP
GBP
1
3.6599
RUB
RUB
100
4.6518
USD
USD
1
2.7193
ახალი ამბები
„საქართველო, გადასახადების სიმცირით, მსოფლიოში მესამე ადგილზეა“ – ფინანსთა მინისტრი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, საქართველო დაბალი გადასახადების მიხედვით მსოფლიო რეიტინგებში მესამე ადგილზეა.
ფინანსთა მინისტრმა განცხადება ამის შესახებ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენის დროს ისაუბრა.

"საქართველო გადასახადების სიმცირით მსოფლიოში მესამე ადგილზეა და ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს ბოლო წლების განმავლობაში",–განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა ქვეყანაში უმუშევრობის პრობლემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბიზნესექტორის განვითარების მიუხედავად, ეს ფაქტი უმუშევრობის მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას არ იძლევა.

"ბოლო წლებში ბიზნესექტორში დასაქმებულთა რიცხვი საშუალოდ 40 000–ით იზრდება, თუმცა, ეს მაინც არ იძლევა საშუალებას ქვეყანაში მნიშვნელოვნად შევამციროთ უმუშევრობის მაჩვენებელი, ამიტომ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ფინანსები მივმართოთ ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის",–განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ბიუჯეტის პროექტის წარდგენის შემდეგ მინისტრს დეპუტატებმა შეკითხვები დაუსვეს.

დეპუტატებს ძირითადად შეკითხვები ჰქონდათ იმაზე, თუ რამდენად აისახება 2019 წლის ბიუჯეტი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. ოპოზიციამ ხელისუფლება 2018 წლის ბიუჯეტში აუთვისებელი თანხების გამო გააკრიტიკა. მთავრობამ დღეს შენიშვნა უმრავლესობისგანაც მიიღო. ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ბიუჯეტის წარდგენას მთავრობა სრული შემადგენლობით უნდა ესწრებოდეს და ისინი შესაბამისი მიმართულებით დასმულ შეკითხვებს უნდა პასუხობდნენ.

დეპუტატები ბიუჯეტის პროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ.

საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტი 13 მილიარდი ლარით განისაზღვრა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა სიახლეები
დღის სიახლეები
ქუთაისის მერიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დააჯარიმა.
11:38 / 20-01-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო სტანდარტების დნმ-ლაბორატორია შეიქმნება.
14:22 / 19-01-2019
წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია "ევროპული საქართველოს" ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ააიპ ბაგა–ბაღების ოთხი მენეჯერი გაათავისუფლეს.
11:35 / 19-01-2019
დღეს, 19 იანვარს 11:00 საათზე პრესკლუბ "მედიარუმში" წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
08:52 / 19-01-2019
მსგავსი სიახლეები






ქუთაისის საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ქუთაისის საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
12:05 / 20.01.2019






ქუთაისის მერიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები
დააჯარიმა.
ქუთაისის მერიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დააჯარიმა.
11:38 / 20.01.2019






ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო ტერმინალი აშენდება.
მშენებლობას ევროკავშირი 61.5 მლნ ევროთი დააფინანსებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სატვირთო ტერმინალი აშენდება. მშენებლობას ევროკავშირი 61.5 მლნ ევროთი დააფინანსებს.
16:30 / 19.01.2019






შინაგან საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო სტანდარტების
დნმ-ლაბორატორია შეიქმნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო სტანდარტების დნმ-ლაბორატორია შეიქმნება.
14:22 / 19.01.2019






ქუთაისში ე.წ. საღორიის უბანში მოქალაქეს მიკროავტუბუსი მოპარეს.
ქუთაისში ე.წ. საღორიის უბანში მოქალაქეს მიკროავტუბუსი მოპარეს.
13:13 / 19.01.2019
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.