ახალი ამბები
მანქანა ბორდიულზე ავარდა და ხეს შეეჯახა – ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში  "ბეემვეს" მარკის ავტომობილი ბორდიულზე ავარდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულია სამი ადამიანი. 
თვითმხილველების თქმით,  საჭესთან  ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

"მანქანა ისეთი დამტვრულია, რომ რკინა გაჭრეს და მძღოლი ისე ამოიყვანეს. სასწაულებრივად გადარჩნენ. სასწრაფომ ისინი საავადმყოფოში გადაიყვანა", – ამბობს ერთ–ერთი თვითმხილველი. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

მომხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის 276– ე მუხლის  პირველი ნაწილით არის აღძრული. 



Print