ახალი ამბები
"უკიდურესად მძიმე პირობებია ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში“– ომბუდსმენი
FaceBook
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 2018 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე  ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრა.
ომბუდსმენმა  განაცხდა, რომ ბედიანის ფსიქიატრიულთან ერთად, ხონის დაწესებულებაში არსებული პირობები  უკიდურესად მძიმე და პაციენტებისთვის დამამცირებელია. ნინო ლომჯარიას თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის არსებობის მიუხედავად, სამოქმედო გეგმის შესრულების ვადები ირღვევა.

"სამწუხაროდ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქიატრიული დახმარება პრაქტიკულად კვლავ დაყვანილია მედიკამენტურ მკურნალობამდე. ასევე, ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული ფიზიკური გარემო შესაძლებელია შეფასდეს, როგორც პაციენტების მიმართ არაადამიანური დადამამცირებელი მოპყრობა.

უკიდურესად მძიმე პირობები კვლავ რჩება ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, რაზეც მისაღებია დაუყოვნებლივი და მყისიერი ზომები",–ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.

ხონის ფსიქიატირულ დაწესებულებაში 600–მდე პაციენტია. რამდენიმე კვირის წინ დაწესებულებაში ახალი კორპუსი გაიხსნა, ძველში კი სარეაბლიტაციო სამუშაოები დაწყებულია. რეაბილიტირებულ კორპუსში ამ დროისთვის  80 პაციენტია გადაყვანილი. 

ჩამსხვრეული მინები, ღირსების შემლახავი პირობები - რა ხდება ხონის ფსიქიატრიულში (ფოტო)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.