ახალი ამბები
სკოლებში საახალწლო არდადეგები 28 დეკემბრიდან დაიწყება
FaceBook
საჯარო სკოლის მოსწავლეებს ზამთრის არდადეგები 28 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ექნებათ.
ამის შესახებ განათლების სამინისტროში გვითხრეს. 

რაც შეეხება კერძო სკოლებს, არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღს ყველა მათგანი ინდივიდუალურად განსაზვღრავს. 

ქალაქის საბავშვო  ბაღებში კი, სასწავლო პროცესი 28 დეკემბერს შეწყდება. ზამთრის არდადეგები სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და სწავლა 21 იანვარს განახლდება.


Print