ახალი ამბები
პრობლემები, რომელთა მოგვარებას იმერეთში ითხოვენ
FaceBook
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინიციატივით შექმნილმა მოქალაქეთა გაერთიანებამ - სამოქალაქო საბჭომ, იმერეთის მუნიციპალიტეტში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები გამოვლინა.

მთავარ პრობლემად ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებელი სისტემა დასახელდა. მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელი
ადგილების მოწესრიგებას, შშმ პირთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადაპტირებას, მოქალაქეებზე მორგებული გადაადგილების გრაფიკის გაწერას და მისი შესრულების კონტროლს ითხოვს.

ქუთაისში არსებული პრობლემების ჩამონათვალშია მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა. კერძოდ, მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მოწესრიგებას საჭიროებს გუგუნავასა და ნიკეას ქ. #21-ში მისასვლელი გზის საფარი. ასევე, მოსახლეობა ითხოვს: ნიკეას ქუჩიდან გამსახურდიას ქუჩაზე გასასვლელის მოწესრიგებას, გზის გამყოფი აღნიშვნისა და გარე განათების მოწყობას, ხმოვანი შუქნიშნების დამონტაჟებას, ზებრა-გადასასვლელების მოწესრიგება-გადაღებვას, ზ. ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრაობის დარეგულირებას, ლითონის კონსტრუქციის საფეხმავლო გადასასვლელის მოწყობას, ზ. გამსახურდიას გამზირსა და ორახელაშვილის ქუჩის კვეთაზე შუქნიშნის მოწყობას, ზ. ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩის კვეთაზე მიწისქვეშა გადასასვლელისა და ტროტუარების მოწესრიგებას.

ქუთაისში მოსახლეობა პრობლემად ასახელებს ანტისანიტარიასაც. კერძოდ, საუბარია ახალგაზრდობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული წყლის არხის სანაპიროს მოწყობაზე.

ქალაქში პრობლემათა ჩამონათვალშია მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. ადგილობრივები საფეხმავლო ბილიკებისა და პანდუსების რეკონსტრუქციას, ისტორიულ უბანში არსებული ავარიული სახლების გამაგრება-რესტავრაციასა და საზოგადოებრივი ტუალეტების მოწყობას ითხოვენ.

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ანტისანიტარია ქუთაისის გარდა აწუხებთ წყლატუბოს, ბაღდათის, ტყიბულისა და ხონის მუნიციპალიტეტებშიც. მოსახლეობა კანალიზაციის მოწესრიგებას, ტროტუარებისა და საპირფარეშოების მოწყობას, გზის საფარის მოწესრიგებას, სანაგვე ურნების დამონტაჟებას ითხოვს.

მუნიციპალიტეტებში მთაგვარ პრობლემად ასევე, გამოიკვეთა სასმელი წლის ხელმისაწდომობა.

"ჩვენ მიერ შედგენილი პრობლემების დოკუმენტი, შესაძლოა მნიშვნელოვანი წყარო იყოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის ამა თუ იმ დასახლებაში არსებული საჭიროებების იდენტიფიკაციისთვის და შემდგომში მოსახლეობის საკეთილდღეოდ ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პრობლემის მოსაგვარებლად," - აღნიშნავენ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში".

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების წევრების მიერ გამოვლენილი პრობლემების შესწავლა მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყოს მაქსიმალურად შემჭირდვებულ ვადებში, პრობლემების მასშტაბურობის მიხედვით კი მიმართოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. "რათა მაქსიმალურად ეფექტიანად მოხდეს მომავალი წლის ბიუჯეტში მოსახლეობის ჩართულობით გამოვლენილი ინფრასტრუქტურული და კომუნალური საკითხების მოგვარება. ჩვენი მხრიდან მზად ვართ, რომ დამატებით კონსულტაციებში ჩავერთოთ ჩვენი ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოს წევრებისა და რეგიონული ოფისის წარმომადგენელთა მონაწილეობით," - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.